ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას 4,65 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტს

-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება აპატიოს უკრაინას 4,65 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტი“ – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა.
ოფიციალური პირები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დატოვებენ თანამდებობას, ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ, რათა უკრაინას მხარი დაუჭირონ რუსეთის წინააღმდეგ ომში.
-ის კონგრესის მიერ აპრილში მიღებული კანონპროექტით, რომელიც შეიცავდა 9,4 მილიარდი დოლარის შეღავათიან სესხსაც ეკონომიკური და საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის, პრეზიდენტს 15 ნოემბრის შემდეგ შეუძლია ამ კრედიტის ნახევრის გაუქმება.
ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს ტრამპის ინაუგურაციამდე დახარჯოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად უკვე გამოყოფილი შვიდ მილიარდ დოლარზე მეტი.
ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით აშშ-მა უკრაინას გაუწია დაახლოებით 60,7 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება. პრეზიდენტად არჩევამდე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებდა უკრაინისთვის მასშტაბური სამხედრო დახმარების გაწევისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს