ბაიდენის ადმინისტრაციამ უსაფრთხოების სფეროში უკრაინისათვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა

9 იანვარს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უკრაინისათვის ახალი დახმარების შესახებ, რომლის ღირებულებაც 500 მილიონ დოლარად არის შეფასებული. როგორც ოფიციალურ ცნობაშია ნათქვამი, ამ დახმარებამ, რომლის ინიციატორი აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენია, უნდა დააკმაყოფილოს უკრაინის მზარდი მოთხოვნები და რაც შეიძლება უკეთეს მდგომარეობაში უნდა ჩააყენოს კიევი.
უკრაინისათვის განკუთვნილი ახალი დახმარება მოიცავს შემდეგ შესაძლებლობებს:
· საჰაერო თავდაცვის AIM-7, RIM-7 და AIM-9M რაკეტებს;
· “მიწა-ჰაერის” კლასის საბრძოლო მასალას;
· გამანადგურებელი თვითმფრინავების F-16-ის დამხმარე აღჭურვილობას;
· დაჯავშნული ხიდების აგების სისტემებსა და სხვა შეიარაღებას და ტექნიკას.
ამ დახმარების გამოცხადების ფონია რამშტიინში (გერმანია) დაწყებული საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, ე.წ. რამშტაინის ფორმატში. შეხვედრამ, თავდაცვის მინისტრებისა და სამხედრო მეთაურების დონეზე უნდა განიხილოს უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის სტრატეგია რუსული აგრესიის მოგერიებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორ ეხმაურება მამა ექვთიმე ზაალ ლატარიას განცხადებას, რომ ტა­ძარ­ში ქა­ლიშ­ვი­ლის დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს – “ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს”

ხატია დეკანოიძე: ორი კვირაზე მეტი გავიდა შანიძის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან… საკმარისი მტკიცებულებები დაგროვდა იმისთვის, რომ პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპასუხონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს