ბაიბა ბრაჟე: საქართველოს ევროპული მომავალი სერიოზული გამოწვევის წინაშეა
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟე რუსულ კანონზე საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი სერიოზული საფრთხის წინაშეა.
"ჩვენ უკვე გავუგზავნეთ ძლიერი სიგნალი საქართველოს, როდესაც ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავედით თბილისში. ჩვენ შევხვდით იქ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს და დავაფიქსირეთ, რომ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მათ პროევროპულ არჩევანში. ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ რაღაც უნდა გააკეთოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით და ჩვენ ვთხოვეთ მათ, რომ ეს კანონი არ მიიღონ. პრეზიდენტმა მას ვეტო უკვე დაადო და ახლა პარლამენტის გადასაწყვეტია, დაძლევენ თუ არა მას. თუმცა საქართველოს პროევროპული გზა და პროევროპული მომავალი ახლა სერიოზული გამოწვევის წინაშეა", - განაცხადა ბრაჟემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.