ბაია პატარაიასთვის ღირსების ორდენის გადაცემით სალომე ზურაბიშვილი ახალისებს იმ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ პროპაგანდას, რომლითაც ბაია პატარაია არის ცნობილი საზოგადოებისთვის

ბაია პატარაიასთვის ღირსების ორდენის გადაცემით სალომე ზურაბიშვილი ახალისებს იმ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ პროპაგანდას, რომლითაც ბაია პატარაია არის ცნობილი საზოგადოებისთვის
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ორგანიზაცია „საფარის“ დირექტორის, ბაია პატარაიასთვის ღირსების ორდენის გადაცემით სალომე ზურაბიშვილი ახალისებს იმ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ პროპაგანდას, რომლითაც ბაია პატარაია არის ცნობილი საზოგადოებისთვის.
„ბაია პატარაია საზოგადოებისთვის ცნობილია თავისი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული რიტორიკით და განცხადებებით. სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მისთვის ღირსების ორდენის გადაცემა არის პირდაპირი გზავნილი, რომ სალომე ზურაბიშვილი ახალისებს ამ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ პროპაგანდას. ღირსების ორდენი გადაეცა ამ ადამიანს და, ამავდროულად, ღირსების ორდენი აქვს მიღებული ჩვენს მართლაც ღირსეულ არაერთ საზოგადო მოღვაწეს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
ორგანიზაცია „საფარის“ დირექტორი ბაია პატარაია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედლით დააჯილდოვა. როგორც დაჯილდოების ცერემონიალზე ითქვა, ბაბუცა პატარაიას ჯილდო გადაეცა „ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – სკოლებში სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, წარმატებით დავიწყეთ სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა, მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება მათ შორის ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს

დიღმის მასივის V კვარტლის V და Vა კორპუსების მიმდებარედ ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესი ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხორციელდება