ბათუმში 45 წლამდე მამაკაცი დაჭრეს – სავარაუდო დამნაშავე ადგილიდან მიიმალა

ბათუმში 45 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ დღის ბოლოს მემედ აბაშიძის ქუჩაზე მოხდა.
ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, მომხდარის შესახებ მათ უცნობი მამაკაცისგან შეიტყვეს, რომელიც მათ ეზოში შევარდა და დახმარება ითხოვდა. მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების შედეგად ადგილობრივებმა ცივი იარაღით ფეხში დაჭრილი მამაკაცი ნახეს. მათვე გაუწიეს დაშავებულს ადგილზე პირველადი დახმარება, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“კურიერის” ინფორმაციით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
გავრცელებული ცნობით, სავარაუდო დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი კვალიფიცური სამუშაო ძალის დეფიციტზე – ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მთავარი გამოსავალი განათლების სისტემის გაუმჯობესებაა, მას შემდეგ, რაც სრულფასოვნად განხორციელდება განათლების რეფორმა, ეს სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება