არქივი7 თებერვალი, 2026, 00:02
ბათუმში 16 წლის ბიჭი ხიდიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა

ბათუმში, ბონის დასახლებაში არსებულ ბაზართან 16 წლის ბიჭი ხიდიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, ბიჭი ხიდზე თანატოლებთან ერთად იყოფებოდა და ფოტოებს იღებდა, როდესაც გადავარდა, ხიდის ქვეშ სატვირთო მატარებლის ვაგონზე დაეცა და სავარაუდოდ, მაღალი ძაბვის შედეგად დაიღუპა.
როგორც საქართველის შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.