არქივი25 იანვარი, 2024, 11:40
ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მეეზოვე ემსხვერპლა
ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეეზოვე გარდაიცვალა. შუახნის ქალს მსუბუქი ავტომობილი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაეჯახა.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.