არქივი21 თებერვალი, 2024, 12:41
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.