ბათუმში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კოტე ჭილაიამ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ ზვიად ბერიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების ვერსიით, წარსულში არაერთხელ ნასამართლებმა 44 წლის ზვიად ბერიძემ 2024 წლის 1 იანვარს საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკებისას ცოლს დანის დარტყმით დაზიანებები მიაყენა მარცხენა მხრის, ზურგის, თვალისა და თხემის არეში. მიყენებული დაზიანებებით ქალი გარდაიცვალა.
ბრალდებული წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი. ამჟამად ის პირობით სასჯელს იხდიდა, 2020 წელს ნარკოდანაშაულისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე.
პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ განაცხადა, რომ გამოიკითხა არაერთი მოწმე, ამოღებულია მტკიცებულებები, რომლებითაც დგინდება, რომ ზვიად ბერიძემ დამამძიმებელ გარემოებაში, ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა ოჯახის წევრის, ცოლის მკვლელობა. ის 2 იანვარს დააკავეს.
“ჩვენ მიერ გამოკითხული მოწმეები ადასტურებენ, რომ მას ცოლთან კონფლიქტური სიტუაცია წარსულშიც ჰქონდა“, – ამბობს პროკურორი. რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა ზვიად ბერიძეს შემაკავებელი ორდერი, პროკურორი აცხადებს, რომ – არა.
ბრალდებული ზვიად ბერიძე ცოლთან ერთად ბათუმში, ნაქირავებ ბინაში, ცხოვრობდა. მკვლელობა იმ ბინაში მოხდა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულს სიტყვის უფლებით არ უსარგებლია.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა