არქივი21 ივლისი, 2025, 14:11
ბათუმში, შარტავას ქუჩაზე სროლა იყო

ბათუმში, შარტავას ქუჩაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სასტუმროს ტერიტორიაზე გვიან ღამით მოხდა, შემთხვევის შედეგად კი არავინ დაშავებულა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სროლის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.
ამასთან, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სროლა, შესაძლოა, კავშირში იყოს, 18 ივლისს, ბათუმში, რესტორანში, თურქი მამაკაცის მკვლელობის ფაქტთან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.