ბათუმში ქართულ-უკრაინული კრებულის წარდგენა გაიმართა

24 თებერვალს, 12:00 საათზე, უკრაინაში ომის დაწყების ორი წლისთავზე, ბათუმში ქართულ – უკრაინული კრებულის – “100 ქართველი პოეტი უკრაინას – “ჩემო უკრაინა” წარდგენა გაიმართა. ორგანიზატორების ინფორმაციით, წარდგენას დაესწრნენ კრებულის ავტორები ბათუმიდან, თბილისიდან, უკრაინის დიასპორისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
ინფორმაციისთვის: კრებულში განთავსებულია 100 ქართველი პოეტის ის ლექსები, რომლებიც ომის დაწყების პირველივე დღეებსა და თვეებში დაიწერა და გამოქვეყნდა სოციალურ ქსელებში. ეს კრებული მეორე წიგნია, პირველი კრებული დაიბეჭდა 2022 წლის სექტემბერში და მასში 131 ავტორის პოეტური და პროზაული ნაწარმოები შევიდა. კრებულებში ასევე განთავსდა, ამავე თემაზე შექმნილი ქართველი მხატვრების ნამუშევრების ილუსტრაციები.
რედაქტორები არიან: თამარ შაიშმელაშვილი , რაულ ჩილაჩავა, ანატოლი ტკაჩენკო. ორივე კრებულის გამოცემის მხარდამჭერია მამუკა ხაზარაძე. იდეის ავტორი გულიკო ზუმბაძე.
ორენოვანი კრებულის პირველი წარდგენა, თბილისში, 9 დეკემბერს გაიმართა და მას უკრაინის საელჩოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: რა თქვა მუზეუმაა? – იქნებ ესეც გაგვერკვია, რაო, შედევრია და რუსოფობები უდიერად ეპყრობიანო. თანაც მავანნი წუხან, წმინდა ნიკოლოზ მეორე შეურაცხყვესო, ის ნიკოლოზი, უპატრონო ძაღლებსა და კატებს რომ ხოცავდა

განათლების სამინისტრო – 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს უწყებამ, დროებით, სხვა საჯარო სკოლის შენობაში გადასვლა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზა, დაიგეგმა გაფართოებული შეხვედრაც