ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი - დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ქვეყნის სტაბილურ განვითარებას

ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი - დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ქვეყნის სტაბილურ განვითარებას

დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, - ამის შესახებ ბათუმში „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გიორგი ცინცაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. იგი საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, მერად არჩევის შემთხვევაში ბათუმის კეთილდღეობაზე იზრუნებს.
„ხმა მივეცი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ბათუმში მცხოვრები თითოეული ოჯახის კეთილდღეობას. დღეს მნიშვნელოვანი დღე არის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ გააკეთებს არჩევანს ქვეყნის სტაბილურობისთვის, ჩვენი ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვაზე.
დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“, - აღნიშნა გიორგი ცინცაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.