ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში უამინდობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას დროებით აჩერებს

ბათუმში უამინდობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას დროებით აჩერებს

ბათუმში უამინდობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით აჩერებს მუშაობას. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ინტენსიური თოვის, შეზღუდული ხილვადობისა და გზებზე წარმოქმნილი ლიპყინულის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით აჩერებს გადაადგილებას ყველა მიმართულებით”, - აცხადებენ უწყებაში.
ბათუმში თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს აჭარბებს. თოვისა და ქარბუქის გამო, ქალაქში სატრანსპორტო გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია. ასევე, ნალექმა ხეები დააზიანა, რომლებიც ავტომობილებს დაეცა. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ქალაქის მასშტაბით ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
“დიდთოვლობასთან დაკავშირებით ქალაქის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაოები. ამ ეტაპზე, ქალაქს 70 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკური საშუალება და 700-ზე მეტი თანამშრომელი ემსახურება”, - აცხადებენ ბათუმის მერიაში

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.