ბათუმში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ბათუმის ხელოვნების ცენტრში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომლის ორგანიზატორი საქართველოს ევანგელური ალიანსია.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აჭარაში მოქმედი ევანგელური ეკლესიები და საქართველოს ევანგელურ ალიანსში შემავალი კონფესიები, ქრისტიანი ღვთისმსახურები და მრევლი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან.
„ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა რელიგიის საკუთხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ. მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების როლს ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბებაში და ხაზი გაუსვა ამ მიმართებით რელიგიის სააგენტოს როლს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ