არქივი11 მარტი, 2025, 22:12
ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ტერიტორიაზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.