არქივი18 ივლისი, 2025, 16:09
ბათუმში, რესტორანში მოკლული მამაკაცი, სავარაუდოდ, თურქეთის მოქალაქეა - თვითმხილველების ცნობით, მამაკაცს ზურგში რამდენიმე ტყვია ესროლეს

თვითმხილველების ინფორმაციით, ბათუმში, სადაც ერთ-ერთ რესტორანში მამაკაცი მოკლეს, სროლის ხმა რამდენჯერმე გაიგეს.
მოკლულული, სავარაუდოდ, თურქეთის მოქალაქეა. ადგილზე მყოფი პირების ცნობით, მამაკაცს ზურგში 5 ტყვია ესროლეს. სროლის შედეგად ჩაიმსხვრა რესტორნის მინები.
ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.