ბათუმში, პროკურატურასთან, „გახარია – საქართველოსთვის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში, პროკურატურასთან, „გახარია-საქართველოსთვის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი პროკურატურას მოუწოდებენ, სასტუმრო „შერატონში“, გიორგი გახარიაზე მომხდარი თავდასხმის ვიდეომასალა გაასაჯაროოს. ასევე, გამოძიება ობიექტურად წარიმართოს.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეები, თავდასხმის ფაქტის ამსახველი ვიდეომასალის გახარიასთვის გადაცემას მოითხოვენ.
პარტიის წევრები ამბობენ, რომ ადგილი აქვს თავდასხმის ფაქტის გაყალბებას.
„პროკურატურასთან ვართ იმიტომ, რომ მათი მოვალეობა შევახსენოთ – დანაშაულის გამოძიება მოხდეს, რომლის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია. ამ პროკურატურამ მძევლად აიყვანა მთავარი მტკიცებულებები, თავდასხმის გარდა, ამ სერვერებზე სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებია. დიახ, პროკურატურა ამ დანაშაულის თანამონაწილეა“, – აცხადებენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება