არქივი5 აპრილი, 2026, 19:59
ბათუმში პოლიციის მანქანა ქვეითს შეეჯახა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, პოლიციის მანქანა ქვეითს შეეჯახა – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “აჭარა თაიმსი” ავრცელებს და წერს, რომ დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია. მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.