ბათუმში, ნოემბერში ახალი ბინების მ²-ის საშუალო ფასი $1097-მდე გაიზარდა - Colliers Georgia

ნოემბერში ბათუმში ბინების გაყიდვები წლიურად 39%-ით, 1,374 ერთეულამდე გაიზარდა, - ამის შესახებ Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
მიმოხილვის მიხედვით, ბაზრის ზომა ბათუმში გასულ თვეში 46%-ით გაიზარდა და 71 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
„ბათუმში 2024 წლის ნოემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 49%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 23%-იანი კლება დაფიქსირდა.
ამ პერიოდში, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 6%-ით გაიზარდა და მ²-ზე 1,097 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 2%-ით, მ²-ზე 975 აშშ დოლარამდე შემცირდა“, - წერია მიმოხილვაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.