ბათუმში, მოსწავლეზე ძალადობაში ბრალდებულ ცეკვის მასწავლებელს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

მოსწავლეზე ძალადობაში ბრალდებულ ცეკვის მასწავლებელს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის სასამართლომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.
თუ რა პოზიცია აქვს ბრალდებულს მომხდართან დაკავშირებით, მისი უფლებადამცველი კომენტარს არ აკეთებს.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვიდეოკადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემს ცეკვის მასწავლებელი მოსწავლეს.
ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: რაჟდენის ბიუროზე ჯამში 20 მილიონ ლარამდე დავხარჯეთ … და ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილ, რეჟიმის მიერვე მხილებულ კორუფციულ საქმეს ვერ მიაგნო სამაგიეროდ თავად რაჟდენმა ხელფასის სახით 3 წელში დაახლოებით 400,000 ლარი აიღო

პაპუაშვილი – მსოფლიოში აღარავინ აღარ ამბობს, რომ მზია ამაღლობელი არის უდანაშაულო, რა უდგას წინ იმის აღიარებას, რომ პოლიციელზე თავდასხმა არის დანაშაული?! – ვინც ციხეში რჩება, ბრიუსელის და ოპოზიციის უსინდისობის პატიმარია