ბათუმში “მეტაქსას” ქუჩაზე ხმაურია – მოქალაქეები ხელისუფლებისგან საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ

ბათუმში “მეტაქსას” ქუჩაზე ხმაურია. ერთმანეთს სამართალდამცავები და მოქალაქეები დაუპირისპირდნენ.
მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ სოციალურად დაუცველები არიან, სახელმწიფო შენობაში შევიდნენ და შენობის დაკავებას ცდილობენ. ისინი ხელისუფლებას შესაბამისი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას სთხოვენ.
“თორნიკე რიჟვაძეს მივმართავ, პროტესტს ვგეგმავთ აჭარის მთავრობის სახლთან. ხვალიდან საპროტესტო აქციას შეუერთდებით”,- აცხადებენ ისინი.
ადგილზე შეუძლოდ გახდა ერთი პირი.
ტერიტორიაზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?