ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

ბათუმში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
"ცოლ-შვილს ელოდებოდა და მაგ დროს 7-8 ტყვია გავარდა... 8 ჭრილობა მიაყენეს კაცს. სკოლის მოსწავლეები მიდი-მოდიან, შეეშინდათ ბავშვებს, ტირილი დაიწყეს" | ამბობენ ბათუმში მომხდარი მკვლელობის თვითმხილველები გამოცემა "აჭარა თაიმსთან" საუბრისას:
💬 "სალონში ყოლია ცოლ-შვილი მოყვანილი, იქ იდგა ეტყობა. ასე თქვეს. მაგიც არ დამინახია მე. შოკში ჩავვარდი, ამივარდა ტირილი შიშისგან..."
💬 "გავიგონეთ ტყვიის ხმა, 7-8 ტყვია გავარდა... შიშისგან ბავშვებმა ტირილი დაიწყეს. ვინ ისროლა, არ ვიცით, გაიქცა და ვსო... ცოლი და ბავშვი აგერ სალონი რომაა, იქ იყვნენ, იცდიდა და მოხდა ამფერი ამბავი. კაცს 8 ჭრილობა მიაყენეს, ფეხებში,მუცელში, კისერში და რავიცი..."
🔻 შემთხვევა ცოტა ხნის წინ ე.წ. ბონის დასახლებაში, ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა. სროლის შედეგად 50 წლამდე კაცი დაიჭრა და ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა
🔻 შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.