არქივი15 მაისი, 2024, 19:55
ბათუმში აქციის მონაწილეებმა ხიდი გადაკეტეს, რასაც ხმაური მოჰყვა
ბათუმში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ, საპროტესტო აქციაში მონაწილეებმა ყოროლის წყლის ხიდი პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთით გადაკეტეს.
მცირე სიტყვიერი დაპირისპირება იყო სამართალდამცავებსა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის, თუმცა ვითარება მალევე განიმუხტა.
აქციის მონაწილეები საქართველოს ჰიმნს ასრულებენ. ისმის შეძახილები “არა რუსულ კანონს”.
ახალგაზრდების განცხადებით, საპროტესტო მსვლელობას ბათუმში გააგრძელებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.