ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს - ქალაქის შესასვლელში საავტომობილო მოძროაბა პარალიზებულია

ბათუმში აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს - ქალაქის შესასვლელში საავტომობილო მოძროაბა პარალიზებულია

ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩის ორივე მონაკვეთი, პროტესტის ნიშნად გადაკეტეს.
მოქალაქეები ბათუმის მთავარი შემოსასვლელისკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციას გამართავენ. გადაკეტილია გორის ქუჩაც.
ქალაქის შესასვლელში საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია
“ხელისუფლება იძალადებს? უფრო მეტი გამოვალთ და დავუპირისპირდებით რუსულ რეჟიმს. გადავკეტავთ ყველა ქუჩას და ჩვენ ხმას გაიგებენ ყველგან. ამ ისტორიულ შანს საქართველო არ დაკარგავს, რადგან ქვეყნის უმრავლესობას ევროპული მომავალი სურს”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.