ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მომხდარის გამო კი, ერთი პირი სამართალდამცავებმა დააკავეს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ადგილობრივებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, დაღუპული ერთ-ერთ ავტომობილში იჯდა.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.