ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმმა ჭადრაკის ევროპის გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლა

ბათუმმა ჭადრაკის ევროპის გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლა

ბათუმმა ჭადრაკის ევროპის გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლა.
დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 2:2 დასრულდა. საქართველოს ქალთა ნაკრებმა ტურნირზე ასპარეზობა 11 ქულით მეექვსე ადგილზე დაასრულა.
ჩემპიონატზე ინდივიდუალური მედლები კი ბელა ხოტენაშვილმა და ლელა ჯავახიშვილმა მოიპოვეს. ჩემპიონობა ბელა ხოტენაშვილმა იზეიმა, მან მეოთხე დაფაზე მოიპოვა ოქროს მედალი.
ტურნირის ვიცე-ჩემპიონი კი ლელა ჯავახიშვილი გახდა, მან მესამე დაფაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ასევე მეექვსე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა ვაჟთა მეორე ნაკრებმა. საქართველოს ვაჟთა გუნდმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში სომხეთის ნაკრები ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.