არქივი14 იანვარი, 2024, 11:40
ბათუმი-ჩაქვის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.