ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმი საფეხბურთო მატჩს, დიდი 10-ის ფინალსა და ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს - Netgazeti

18 აპრილიდან ბათუმი სპორტულ სეზონს მასშტაბურად ხსნის და 26 აპრილის ჩათვლით, სხვადასხვა სპორტის სახეობებში გულშემატკივრებს არაერთ ღონისძიებაზე დასწრების საშუალება მიეცემათ – ქალაქი საფეხბურთო მატჩს, დიდი 10-ის ფინალსა და ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.აღნიშნულ პერიოდში საინტერესო საფეხბურთო მატჩი გაიმართება ბათუმის სტადიონზე, სადაც დინამო ბათუმი ეროვნული ლიგის მე-7 ტურის ეგიდით, საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, იბერია 1999-ს მიიღებს.19-დან 26 აპრილის ჩათვლით, ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები ათ წონით კატეგორიაში 13 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.ასევე, ბათუმი კროკობეთ დიდი 10-ის ფინალურ მატჩს მასპინძლობს, სადაც ბათუმი არესსა და აიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.აქვე დავძენთ, რომ ტრიბუნებიდან მხარდაჭერის პარალელურად, მაყურებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოიგონ iPhone 17 Pro Max, PlayStation 5 და სხვა ღირებული პრიზი.ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.