არქივი5 ივლისი, 2024, 12:25
ბათუმი არენაზე “ბორჯღალოსნები” დღეს ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდებიან
ბათუმი არენაზე “ბორჯღალოსნები” ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. საქართველოს თამაში მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან, დღეს 20:00 საათზე შედგება. მორაგბეები მოწინააღმდეგესთან შესარკინებლად განსაკუთრებულად მოემზადნენ.
მაქსიმალურად ბევრი ქომაგის მობილიზებისთვის კი, საქართველოს რკინიგზამ თბილისი-ბათუმის მიმართულებით 4 და 5 ივლისს ორი დამატებითი რეისი დანიშნა. სარაგბო ზეიმი თამაშის დაწყებამდე სამი საათით ადრე დაიწყება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.