ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში სტუდენტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს და დაკავებულ დეკანს და ოთხ სტუდენტს სოლიდარობა გამოუცხადეს

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში სტუდენტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.
სტუდენტებმა დაკავებულ დეკანს და ოთხ სტუდენტს სოლიდარობა გამოუცხადეს. მათ იმედი აქვთ, რომ „სიმართლე გაიმარჯვებს და დაკავებულები დროულად გათავისუფლდებიან“. სტუდენტებმა სიმბოლურად სიჩუმის წუთები მოაწყვეს.
ცნობისთვის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს და ოთხ სტუდენტს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ლექტორი და სტუდენტები, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.