ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება

არაჩვეულებრივი ნივთებით სავსე მაღაზიათა ქსელი – „მინისო“ ზღვისპირეთს ჯერ კიდევ, 8 წლის წინ ესტუმრა და ბათუმში, გორგილაძის 89-ში, პირველი ფილიალი გახსნა. რამდენიმე წლის შემდეგ კი, ბათუმის გრანდ მოლში – მეორე.
თუმცა, ერთგული მომხმარებლები სულმოუთქმელად ელოდნენ მინისოს კიდევ ერთ, ახალ ფილიალს – კიდევ უფრო ხელსაყრელ ლოკაციაზე. განსაკუთრებით, ახლა, როცა ზღვისპირეთის ცხელი სეზონი თანდათან ენერგიას იკრებს და ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავლები იწყება.
სწორედ ამიტომ, 11 ივლისს,3 საათიდან მინისოს ფერადი და მხიარული ნივთების მოყვარულებს არაჩვეულებრივი სიურპრიზი გელოდებათ – ბათუმის ცენტრში, ზუბალაშვილის #37-ში (ჭავჭავაძის და ასათიანის კვეთა) მინისოს ახალი ფილიალი გაიხსნება.
ამ დღის აღსანიშნად, გახსნის დღეს, სრულ კოლექციაზე 20%-იანი ფასდაკლება დაგხვდება. თანაც, აღსანიშნავია, რომ ახალი ფილიალი ბათუმის მასშტაბით, ყველაზე დიდი ზომის იქნება. შესაბამისად, დახლებზე 5 000-ზე მეტი დასახელების ფერად-ფერად, პრაქტიკულ და არაჩვეულებრივ ნივთს აღმოაჩენ.
ასე რომ, თუ საზაფხულო წვრილმანების, საზღვაო აქსესუარების ან სხვა აუცილებელი ნივთების მომარაგება გჭირდება, შემოიარე მინისოს ახალ ფილიალში – 11 ივლისიდან. აქ იპოვი ყველაფერს, რაც საზაფხულო თავგადასავლებისთვის თუ მშვიდი დასვენებისთვის გჭირდება. თანაც – არაჩვეულებრივი ფასდაკლებით.
აღსანიშნავია, რომ ეს მინისოსთვის, საქართველოს მასშტაბით, 24-ე ფილიალია. ბრენდი საქართველოში 2016 წელს გაიხსნა და მას შემდეგ, მუდმივად ფართოვდება. მინისოს მთავარი ხიბლი განსაკუთრებულად პრაქტიკულ, სახალისო და უჩვეულო ნივთებშია. ამავდროულად, მინისო ყველასთვის საყვარელ გლობალურ ბრენდებთან თანამშრომლობს. მათ შორისაა Disney, Pixar, Harry Potter, BT21, Cartoon Network, Barbie და სხვები.
ამ პარტნიორობის ფარგლებში, სპეციალურად მინისოსთვის, ლიცენზირებული კოლექციები იქმნება. ასე რომ, მინისოში შენი საყვარელი პერსონაჟების მრავალფეროვან ნივთებს იპოვი. თანაც, თითოეულ ფილიალში, პროდუქცია მუდმივად განახლებადია – დახლები ახალ-ახალი, ფერად-ფერადი ნივთებით თვეში რამდენიმეჯერ ივსება, ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე, როცა მინისოს ესტუმრები, სრულიად ახალ კოლექციას აღმოაჩენ.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა