ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმის ცენტრალურ პარკში ლოზუნგით - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმის ცენტრალურ პარკში ლოზუნგით - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - ამ ლოზუნგით ბათუმის ცენტრალურ პარკში, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი მთავარი მოთხოვნაა, დროულად გათავისუფლდეს გამოცემა „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, ასევე, სხვადასხვა აქციის დროს დაკავებული პირები.
აქციის მონაწილეები ასევე, სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.
მათი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში დემოკრატია დასამარდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლებაში “რუსული რეჟიმია”.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.