პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ გაფიცვის რეჟიმში იმყოფებიან.
შეკრებილების თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ცდილობს, რომ აღნიშნული პროტესტში მყოფი სტუდენტები აუდიტორიებში დააბრუნოს, რასაც სტუდენტთა ნაწილი ეწინააღმდეგება.
აქციის მონაწილეები თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ.
„რისთვის ვიბრძვით? - იმისთვის, რომ გაუნათლებელი პრეზიდენტი დაგვისვეს?! მოქალაქეები უკანონოდ არიან დაკავებულები. უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები გადავადებას ვითხოვთ, არ ვაპირებთ გაფიცვის შეწყვეტას. ბრძოლას ვაგრძელებთ”,- აღნიშნეს მათ

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.