ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე უცხოელი მყიდველების წილმა(52%) ქართველებისას გადააჭარბა - Colliers

2026 წლის აგვისტოში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე უცხოელი მყიდველების აქტივობა მცირედით გაიზარდა. მათი წილი მთლიან ტრანზაქციებში 14%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც ივლისში ეს მაჩვენებელი 12% იყო.
Colliers-ის კვლევის მიხედვით, უცხოელი მყიდველების წილის ზრდის მიუხედავად, როგორც ძველი, ისე ახალი პროექტების შემთხვევაში, უძრავ ქონებას ძირითადად საქართველოს მოქალაქეები ყიდულობენ.
აგვისტოში თბილისში სულ 3 388 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც 2025 წლის აგვისტოს მაჩვენებელს 18.9%-ით აღემატება. ამასთან, ბაზრის მოცულობა წლიურად 35.2%-ით გაიზარდა და 297 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
გაყიდვების ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი ახალაშენებულ პროექტებში დაფიქსირდა და 23.7% შეადგინა. Colliers-ის შეფასებით, აღნიშნულ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი სამგორისა და დიდი დიღმის რაიონებს მიუძღვის.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.