არქივი2 მაისი, 2024, 17:52
ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობას აწყობენ
ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები 9 აპრილის მემორიალთან მსვლელობას აწყობენ.
მათი თქმით, მსგავსი აქცია-მსვლელობა სიმბოლურია.
სტუდენტების განცხადებით, საქართველოს დღეს კვლავ უწევს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა.
საპროტესტო მსვლელობისას ისმის შეძახილები “არა რუსულ კანონს”.
“ხორუმის" იმიტაციით ხელჩაკიდებულები 9 აპრილის მემორიალთან სიმბოლურად მივდივართ. ჩვენ არ დავიღლებით და ვაჩვენებთ ჩვენს ერთობას, როგორც წინაპრები აკეთებდნენ. ეს კანონი საქართველოს ევროპულ პერსპექტივას უკარგავს”,- ამბობენ აქციის მონაწილეები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.