ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასათბურე მეურნეობა განახლდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასათბურე მეურნეობა განახლდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა – ამის შესახებ ინფორმაციას ბსუ-ს ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც უნივერსიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, სტუდენტებს ახლა უკვე აქვთ საშუალება, პრაქტიკული კომპონენტები თანამედროვე ტექნოლოგიებით შეასრულონ.
„ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარულ მიმართულებაზე სასათბურე მეურნეობა განახლდა და თანამედროვე, ჭკვიანი ტექნოლოგიებით აღიჭურვა. 400 კვ.მ-იანი სასათბურე მეურნეობის მოდერნიზება აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით და სექტორული პლატფორმა „მომავლის ფერმერის“ ჩართულობით განხორციელდა. სასათბურე მეურნეობაში სტუდენტებს უკვე საშუალება აქვთ პრაქტიკული კომპონენტი თანამედროვე კომპიუტერული პროგრამით, მცენარეთა წვეთოვანი მორწყვის, ფერტიგაციის და მიკროკლიმატის კონტროლის ტექნოლოგიების მართვით შეასრულონ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“