ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მეხუთე საერთაშორისო კვირეულს უმასპინძლა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კვირეული ჩატარდა, რომელსაც 8 ქვეყნის 10 უნივერსიტეტის 17 წარმომადგენელი ესწრებოდა (გერმანია, პორტუგალია, საფრანგეთი, ლატვია, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი).
ბსუ-ს ინფორმაციით, სტუმრები უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, აკადემიურ პირებს შეხვდნენ, გაეცნენ საგანმანათლებლო პროგრამებს, სწავლის შესაძლებლობებს, უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, სასწავლო კაბინეტებს, ლაბორატორიებს და ასევე ქალაქის ღირსშესანიშნაობებს.
„შეხვედრების დროს დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები, უმოკლეს ვადებში გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმები.
მეხუთე საერთაშორისო კვირეული ,,ერაზმუს+”-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას და უკვე არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას“, - ნათქვამია უნივერსიტეტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.