ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების სასამართლო პროცესები დღეს გაიმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების სასამართლო პროცესები დღეს გაიმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების სასამართლო პროცესები დღეს გაიმართება.
მათ შორის, მოსამართლემ 11 პირის საქმე უნდა განიხილოს, რომლებსაც გამოძიება 16 დეკემბერს საპროტესტო მსვლელობის დროს გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვას ედავება.
ცნობისთვის, ერთ თვეზე მეტია, აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ, მთავარი მოთხოვნით, ხელახლა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, დაჩქარდეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ასევე სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულები გათავისუფლდნენ. მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ აქციის მონაწილეები რეჟიმის ტყვეობაში არიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.