ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღების საკითხი, შელაპარაკების მიზეზი გახდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღების საკითხი, შელაპარაკების მიზეზი გახდა. ადვოკატები გამომძიებელს განმარტებებს სთხოვდნენ, რატომ ითხოვდა გამომძიებელი მობილურიდან კონტაქტების მოპოვებას. ადვოკატების თქმით, გამომძიებლისთვის აღნიშნული უფლება სასამართლოს არ მიუცია.
„თქვენ ექსპერტს ეუბნებით, რომ ამომიღეთ ყველა მისი კონტაქტი მზიას ტელეფონიდან, პროგრამა აპლიკაციებიდან იქნას გამოთხოვილი. თქვენს დადგენილებაში ითხოვთ, ყველა კონტაქტი, ინფორმაცია ამოიღოს ექსპერტმა. ამის უფლება არ გაქვთ, რატომ ავალებთ ექსპერტს? ამაზე სასამართლოს ნებართვა არ მოუცია. თქვენ არ გქონდათ უფლება ამოგეღოთ კონტაქტები“, – მიმართეს ადვოკატებმა გამომძიებელს.
„განჩინების ფარგლებს, ვერ გავცდებოდი, დიახ, [მზიას] მობილურის კონტაქტები მნიშვნელოვანია. დადგენილების მიხედვით გაიცა განჩინება. ეჭვების შემთხვევაში გამოძიებისთვის ექსპერტიზა ტარდება”, – აღნიშნა გამომძიებელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე