ბათუმის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კირთაძის სასამართლო პროცესი გადაიდო

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კირთაძის სასამართლო პროცესი გადაიდო. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
საქმე ეხება 12 იანვარს, აჭარის მთავრობის სახლთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციას.
„ბუნებრივია, კანონი არავის დაურღვევია, შეკრებილები მზია ამაღლობელის პატიმრობას აპროტესტებდნენ. რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს სასამართლომ, მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობას გავაპროტესტებთ, სანამ მზია უკანონო პატიმრობაშია.
ადამიანებს სცემენ, სახლებში უვარდებიან და პროტესტი ამ ქვეყანაში არ ჩერდება. ივანიშვილის რეჟიმი ვერანაირი ჯარიმებით ამ პროტესტის ჩახშობას ვერ შეძლებს”,- აცხადებს გიორგი კირთაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ