ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანისა და ოთხი სტუდენტის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები იკრიბებიან

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანისა და ოთხი სტუდენტის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები იკრიბებიან

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანისა და ოთხი სტუდენტის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები სასამართლოს მიმართავენ, რათა ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს. მათი თქმით, მამუკა ჯორბენაძე და ოთხი სტუდენტი უკანონოდ არიან დაკავებულები.
სასამართლოსთან მყოფი სტუდენტები და დაკავებულების ახლობლები პროცესზე დასწრებას გეგმავენ.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანის მამუკა ჯორბენაძის და დაკავებული ოთხი სტუდენტის სასამართლო პროცესი, დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში 13:30 საათზე გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.