არქივი30 ოქტომბერი 2025, 12:55
ბათუმის საკრებულოში უმრავლესობის წევრებმა ორი ფრაქცია: „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” და „ხალხის ძალა“ დაარეგისტრირა

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, უმრავლესობის წევრებმა საკრებულოში ორი ფრაქცია დაარეგისტრირა: „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” და ფრაქცია „ხალხის ძალა“.
დღესვე, ბათუმის საკრებულოში კომისიის წევრებს განსაზღვრავენ. თითოეული კომისიაში 10-10 წევრი იქნება წარმოდგენილი. საერთო ჯამში, ბათუმის საკრებულოში ხუთი კომისია იქნება.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, სხდომაზე ფარული კენჭისყრის შედეგად საკრებულოს თავმჯდომარედ ივანე მაისურაძე აირჩიეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.