ბათუმის საკრებულოს სხდომა ოპოზიციის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ს საკრებულოს სხდომა ოპოზიციის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც მათ განაცხადეს, „ქართულმა ოცნებამ“ „მორიგი სპექტაკლი დადგა და საზოგადოებას კანდიდატის სტატუსი ს რუკით მიულოცა“.
„ბათუმის მერი რუსეთის რუკით გვილოცავს კანდიდატის სტატუსს, ამით კორუფციის გადაფარვას ცდილობს. გაკვირვებული ვარ, ვერ წარმომედგინა. მოვუწოდებ მეგობრებს, არ დარჩნენ სხდომაზე. ეს მილოცვა დადგმული სპექტაკლია”,- აღნიშნა საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნოდარ დუმბაძემ.
თავის მხრივ, ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ რუსეთის რუკის მონიტორზე გამოჩენა იყო ტექნიკური ხარვეზი.
„შინაარსობრივ ნაწილზე მე ვიმუშავე. ამისთვის ბოდიშს ვიხდი. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც 10 წელზე მეტი იცხოვრა ევროპაში, შვილები გავზარდე ევროპაში და განათლებაც ევროპაში მივიღე, ვიზიარებ ევროპულ ღირებულებებს და ფასეულობებს. დამსწრე საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი”, – აღნიშნა ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, თეკლა ჩიჩუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის