ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტების ნაწილი პროტესტს უერთდება და უარს აცხადებენ აკადემიური პროცესის გაგრძელებაზე

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები ვუერთდებით პროტესტს და უარს ვაცხადებთ აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებაზე, - ამის შესახებ ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა განაცხადეს.
მათი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მათთვის მიუღებელია და სამომავლოდ პროფესიულ საქმიანობაში ხელს შეუშლით.
საზღვაო აკადემიის სტუდენტები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო სტუდენტების პროტესტს შეუერთდებიან და მსვლელობას მოაწყობენ.
„ეს აქტი არის მკაფიო გზავნილი საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ უნდა გაიწვიონ რუსული კანონი და შეწყვიტონ ძალის გამოყენება აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, რაც არღვევს ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლების შესახებ. რუსული კანონი აფერხებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს. მოვუწოდებთ ჩვენს ლექტორებსა და ადმინისტრაციას გააკეთონ ისტორიულად სწორი არჩევანი და დადგნენ ჩვენს გვერდით, ჩვენი და მათი შვილების მომავლისთვის. კი ევროპას, არა რუსულ კანონს,” - აცხადებენ ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.