ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ავიამიმოსვლა განახლდა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ავიამიმოსვლა განახლდა. როგორც აეროპორტის წარმომადგენელმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ამ წუთებში თელ-ავივის მიმართულებით თვითმფრინავში ჩასხდომა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს 12 ავიარეისია დაგეგმილი.
“ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბათუმი-თელ-ავივის მიმართულებით, ჩასხდომა მიმდინარეობს, სავარაუდოდ, დღეს სრულად უნდა განახლდეს ფრენები. ძირითადად, გვაქვს ბათუმი-თელ-ავივი, ბათუმი-სტამბულის მიმართულებით ავიარეისები. დღის განმავლობაში 12 ავიარეისია დაგეგმილი, იმედია, სრულად განახლდება”,- აცხადებენ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.