ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ხმაური იყო - მოკლული ქალის ნათესავები მკვლელობაში ბრალდებული ქმრის პალატაში შეჭრას ცდილობდნენ

ბათუმში, რეფერალურ საავადმყოფოში ხმაური იყო. შუახევის მუნიციპალიტეტში მოკლული ქალის ნათესავები მკვლელობაში ბრალდებული ქმრის პალატაში შეჭრას ცდილობდნენ. მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.
ცნობისთვის, ორი დღის წინ შუახევის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლი მოკლა. ქმარმა ინციდენტის შემდეგ, სხეულზე დაზიანებები მიიყენა და ამ დროისთვის ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.