ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმის პოლიციაში 17 წლის ბიჭს არჩადენილი დანაშაული აღიარებინეს | "შაბათის მთავარმა" დაკითხვის აუდიოჩანაწერი მოიპოვა

ფსიქოლოგიური ზეწოლით მოპოვებული აღიარებითი ჩვენება - მსხვერპლი არასრულწლოვანია, რომელიც ამ ჩვენების შემდეგ ციხეში მოხვდა. "შაბათის მთავარს" წყარო უყვება, რომ პოლიციელები მისგან ითხოვდნენ თავის თავზე აეღო ქურდობისა და ყაჩაღობის ერთი კონკრეტული ფაქტი.
იკვეთება პროცედურული დარღვევებიც. 17 წლის ლაშა ცეცხლაძე ადვოკატის გარეშე გამოკითხეს. პროცესს არ დაასწრეს არც მშობელი.
ფსიქოლოგიური ზეწოლა მოზარდზე ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილებაში მოხდა - ,,რაც არ ყოფილა არ დავწერ!''- ამ სიტყვების მიუხედავად 17 წლის ბიჭს ხელი მაინც მოაწერინეს და აღიარებინეს დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია.
არასრულწლოვანი ახლა ქურდობისა და ყაჩაღობის ბრალდებით იხდის სასჯელს.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.