ბათუმის ორ სავაჭრო ცენტრში, საიდანაც მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა, სამართალდამცავებმა მუშაობა დაასრულეს – ორში შესაბამისი მოქმედებები გრძელდება

ბათუმში ოთხი სავაჭრო ცენტრიდან ორში სამართალდამცავებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრებში ნაღმის არსებობასთან დაკავშირებით შეტყობინება, ცრუ აღმოჩმდა.
მოქალაქეების თქმით, სამართალდამცავები კიდევ ორ მოლში ამ დრომდე აგრძელებენ შესაბამის სამუშაოებს.
ცნობისთვის, ბათუმში, სავაჭრო ცენტრებიდან – “გრანდ მოლი”, “ მეტრო სითი”, “ მოლი” და “პლაზა” ევაკუაცია განხორციელდა
როგორც “ინტერპრესნიუსს” “გრანდ მოლის” ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელმა განუცხადა, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრმლებმა დროულად შენობის დატოვება სთხოვეს, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებიათ.
ერთ-ერთი ვერსიით, სავაჭრო ცენტრებიდან ევაკუაცია ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინებას უკავშირდება.
მომხდარზე -ს ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის