ბათუმის მერია – ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, ხეები და ავტომანქანები – რაც შეეხება ორ დაშავებულს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ბათუმში ძლიერი ქარის გამო შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, ხეები და ავტომანქანები. რაც შეეხება გორგასლის ქუჩაზე დაშავებულ ორ მოქალაქეს, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
“ბათუმში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა. გორგასლის ქუჩაზე დაშავებული ორი მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბათუმის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. აღდგენითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები. რამდენიმე ქუჩასა და ცენტრალურ პარკში კი დაზიანებულია ხეები, ასევე ავტომანქანები. შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ახორციელებენ მონიტორინგს და თითოეულ შემთხვევაზე მოხდება მყისიერი რეაგირება.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყველა რეისი შესრულებულია”,- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ