ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ბათუმის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ბათუმში მდგრადი მობილობის ინიციატივების განვითარებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტი ,,Connect Georgia-ს“ ფარგლებში განხორციელდება.
„მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ბათუმში მდგრადი მობილობის ინიციატივები, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა, ველოსიპედისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის საპილოტე პროექტები გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ (GIZ), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით შეირჩევა და განხორციელდება. მემორანდუმს ხელი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, პროექტის დირექტორმა იან რიკმეიერმა და GIZ -ის საქართველოს ოფისის დირექტორის მოადგილე ანია ვალდრაფმა მოაწერეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.